წესები და პირობები

ProServ.Ge -ს მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოყვანილი მომსახურების წესებს და პირობებს, რომელიც შეიძლება შეიცვალოს ProServ.Ge -ს მიერ ნებისმიერ დროს. მომსახურების წესებსა და პირობებში შეტანილი ცვლილებები გამოქვყნდება ამ გვერდზე.

მომსახურების გააქტიურება

ProServ.Ge-ს მომსახურების გააქტიურება ხდება ონლაინ შეკვეთის ფორმის შევსებისა და მომსახურების თანხის სრულად გადახდიდან 24 საათის განმავლობაში.

მომსახურების გააქტიურება

აკრძალულია ProServ.Ge მომსახურების გამოყენება იმ სახის ინფორმაციის შენახვისა და გავრცელებისათვის,
რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო კონვენციებთან.
არასრული ჩამონათვალი აკრძალული მასალებისა მოიცავს:
  • ძალადობისკენ მოწოდებებს
  • პორნოგრაფიას
  • არალიცენზირებულ პროგრამებს
  • არალეგალურ ვიდეო-აუდიო ფაილებს
  • ასევე აკრძალულია IRC- და Game-სერვერების დაყენება.
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას განთავსებული მასალების არაკანონიერების ან არასასურველობის შესახებ იღებს ProServ.Ge ხელმძღვანელობა.

"კომპანია" უფლებას იტოვებს "მომხმარებლის" ჰოსტინგ-სერვისი დაბლოკოს გაფრთხილების შემდგომ, თუ უკანასკნელი ახდენს "კომპანიის" სერვერის რესურსის გადაჭარბებულ გამოყენებას, რის შედეგადაც ხდება სხვა მომხმარებლების შეფერხება.

ერთ ჰოსტინგ-პაკეტზე ნებადართულია მრავალი FTP და Telnet სესიები, თუმცა ProServ.Ge უფლებას იტოვებს გათიშოს უქმი სესიები.

მომხმარებლების მხრიდან სპამის, ანუ ელ-გზავნილების თვითნებური დაგზავნა იმ მისამართებზე, საიდანაც არ ყოფილა მოთხოვნა ასეთი სახის გზავნილის მიღებაზე, მკაცრად აკრძალულია. სპამის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ProServ.Ge. ელ-გზავნილების მასიური დაგზავნისათვის მომხმარებლებმა უნდა გამოიყენონ დაგზავნის სიები გამოწერის/გამოწერის გაუქმების მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებით, რაც უკვე აღარ განიხილება როგორც სპამი.

მომხმარებელს უფლება აქვს მისი კუთვნილი ჰოსტინგის ანგარიში გადასცეს სხვა პირებს, თუმცა ეს საჭიროებს მომხმარებლის მიერ საკონტაქტო ინფორმაციის განახლებას.

„კომპანიას" უფლება აქვს თავისი უფლება-მოვალეობანი გადასცეს მესამე პირს, თუმცა ეს საჭიროებს მომხმარებლებისათვის შესაბამისი შეტყობინების დაგზავნას.

მომსახურების დროებითი ბლოკირება და გაუქმება

მომხმარებლის მხრიდან მომსახურების წესების და პირობების დარღვევის შემთხევვაში, ProServ.Ge უფლებას იტოვებს მოახდინოს შესაბამისი ანგარიშის დროებითი ბლოკირება ან გაუქმება დარღვევის სიმძიმისა და სიხშირის შესაბამისად. ჩვეულებრივად, თავდაპირველად მომხმარებელს ეძლევა გაფრთხილება დარღვევების აღმოსაფხვრელად და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება სანქციების გამოყენება. თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ექმნება სხვა მომხმარებლების ინტერესებს და სერვერის უსაფრთხოებას, სანქციების გამოყენება მოხდება გაფრთხილების გარეშე.

მომხმარებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს მომსახურებით სარგებლობა.

მომხმარებლის მხრიდან ნებისმიერი სახის შეურაწყოფა კომპანია პროსერვ.ჯი - ს პერსონალის ან ონლაინ ოპერატორის მიმართ ავტომატურად იწვევს მომსამხურების გაუქმებას. სერვერზე განთავსებული ინფორმაცია არქივის სახით გადაეგზავნება საკონტაქტო ელ ფოსტის მისამართზე.

ამ მუხლში აღნიშნულ შემთხვევებში მომხმარებელს არ აუნაზღაურდება მომსახურებისათვის წინასწარ გადახდილი თანხა.

ProServ.Ge პასუხისმგებლობა

ProServ.Ge ვალდებულებას იღებს მომსახურება გაწიოს კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად, მომხმარებლის მიერ ანაზღაურებული პერიოდის მანძილზე, გარდა მომხმარებლის მხრიდან მომსახურების წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევებისა.

ProServ.Ge მიმართულია 99.5%-იანი საიმედობის (Up Time) უზრუნველყოფისაკენ და უფლებას იტოვებს თუმცა არ იღებს ვალდებულებას მოახდინოს მოცდენილი დროის კომპენსირება, შესაბამისი პერიოდით მომსახურების გაგრძელების სახით, თუკი სერვერის მოცდენის საშუალო დრო თვეში აღემატება 0,5 %-ს. ამასთანავე, ProServ.Ge არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შესაძლო მატერიალურ თუ ფინანსურ ზარალზე, რაც სერვერის მოცდენამ შეიძლება მიაყენოს მომხმარებელს.

ჩვენს სერვერზე განთავსებული ინფორმაციის (ფაილების, მეილების, მონაცემთა ბაზების) დაკარგვის თავიდან ასაცილებლად ProServ.Ge როგორც წესი პერიოდულად ახორციელებს მომხმარებელთა კუთვნილი ინფორმაციის სარეზერვო კოპირებას და მომხმარებლის მხრიდან შესაბამისი თხოვნით მიმართვის და შესაბამისი პერიოდის სარეზერვო ასლის არსებობის შემთხვევაში დამატებითი ანაზღაურების გარეშე მოახდენს ინფორმაციის აღდგენას. ამასთანავე, ProServ.Ge არ იღებს პასუხისმგებლობას სარეზერვო კოპირებასა და ამა თუ იმ მიზეზით მომხმარებლის კუთვნილი ინფორმაციის დაკარგვაზე, ასევე ამ მიზეზებით გამოწვეულ შესაძლო მატერიალურ თუ ფინანსურ ზარალზე, რაც შეიძლება მიადგეს მომხმარებელს. მომხმარებელი თვითონაა პასუხისმგებელი და აქვს კიდევაც შესაძლებლობა მოახდინოს ჩვენს სერვერებზე განთავსებული მისი კუთვნილი ფაილების, მონაცემთა ბაზების და მეილების კოპირება საკუთარ ლოკალურ მეხიერების მოწყობილობებზე. კომპანია პროსერვ.ჯი სრულ პასუხისმგებლობას ანიჭებს მომხმარებელს თავისივე სივრცეში განთავსებულ კუთვნილ ფაილებზე.

ანგარიშწორება

აბონენტი ვალდებულია მოახდინოს ანგარიშსწორება იმ სატარიფო გეგმის შესაბამისად, რომელიც მას აქვს არჩეული. იმ შემთხვევაში, თუ არჩეულია ყოველთვიური გადახდის სატარიფო გეგმა, აბონენტი ვალდებულია წინასწარ მოახდინოს ყოველ მომდევნო თვეში სერვისით სარგებლობის საფასურის გადახდა. თუ არჩეულია წლიური გადახდის სატარიფო გეგმა, აბონენტი ვალდებულია წინასწარ მოახდინოს ყოველ მომდევნო წელს სერვისით სარგებლობის საფასურის გადახდა. ყოველი მომდევნო გადახდის დრომდე 5 დღით ადრე, სისტემა ავტომატურად გამოგიგზავნით ინვოისს და შეგახსენებთ, რომ თანხა გაქვთ გადასახდელი. საფასურის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, საიტი გაითიშება. გთხოვთ გაითვალისწინოთ - გადახდის ვადის გასვლის შემდგომ „შემსრულებელი“ ინახავს მის კუთვნილ სერვერზე „დამკვეთის“ არსებულ ფაილებს (ელფოსტას, ვებ გვერდის ბაზას და ა.შ.) 30 კალენდარული დღე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ „შემსრულებელი“ უფლებამოსილია წაშალოს სერვერიდან „დამკვეთის“ ყველა მონაცემი გაუფრთხილებლად. წაშლილი მონაცემების აღდგენა "პროსერვ.ჯი" -ს სარეზერვო ასლების არქივიდან - ფასიანია და შეადგენს 30 ლარს.

კონფიდენციალობის ნორმები

კონფიდენციალურ ინფორმაციას განეკუთვნება ProServ.Ge -ს მიერ მომხმარებლისათვის გადაცემული "მომხმარებლის სახელები" და "პაროლები", ასევე მომხმარებლის მიერ ProServ.Ge -სთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაცია.

ProServ.Ge იღებს ვალდებულებას მის ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევისათვის და არ გადასცეს მესამე პირებს მომხმარებლის თანხმობის გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენს კომპანიის მიერ თავისი უფლებების და ვალდებულებების სხვა ორგანიზაციისთვის გადაცემა, ასევე საქართველოს კანონმდებლობითა და საერაშორისო ნორმებით გათვალისწინებული შემთხვევები. შესაბამისი სტუქტურების მხრიდან წარმოდგენილი კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე, მათ ProServ.Ge კონფიდენციალურ ინფორმაციას მომხარებელის შესახებ გადასცემს მომხმარებლისთვის შეტყობინების გაგზავნისა და მისი თანხმობის გარეშე.